ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა. “ყოველწლიურად ამერიკაში სრული დაფინანსებით სწავლისათვის ამ პროგრამაში მოსახვედრად 22 ქვეყნის 35000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს. წელს საქართველოს ლიზასთან ერთად 69 მოსწავლე წარმოადგენს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიამაყით აღნიშნავს ლიზას მოხალისეობრივ საქმიანობას. ის ეხმარება ცხოველთა თავშესაფარს, ბავშვებს ქართულ ხელოვნებას ასწავლის და საქართველოს შესახებ მასპინძელ ქალაქში მოხსენებებს ატარებს.
გილოცავთ, ლიზა!”_ წერია საელჩოს განცხადებაში.
“გურია ნიუსი” ულოცავს ლიზას და წარმატებებს უსურვებს პროგრამის მონაწილეებს.
















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)
















