ცოტა ხნის წინ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულები დაასახელეს. ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა, კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა, რასაც სოციალურ ქსელში თავადაც გამოეხმაურა.
“სამი რამ: 1. მეორე ადგილი ავიღე. 2. საქართველო ევროპაა! 3. მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშემატკივრეთ მთელი ეს პერიოდი”, — წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.
რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი გიორგი გიგაშვილმა წარმატებით გადალახა და ფინალში 6 კონკურსანტთან ერთად მოხვდა. წელს ჟიურიმ ფინალისტები, შემდეგ კი გამარჯვებულები 39 პიანისტიდან შეარჩია და მათ შორის იყო გიორგი გიგიშვილიც.
ცნობისთვის, მეოცე საუკუნის ცნობილი პიანისტის, არტურ რუბინშტეინის, სახელობის კონკურსი 1974 წლიდან იმართება და თელ-ავივში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
წყარო: on.ge