ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობს. ის საქართველოში ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს მოდელია, ხოლო საზღვარგარეთ Milan URBN Models-თან თანამშრომლობს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კონტრაქტის ფარგლებში მაკო მაჭავარიანი მილანის მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენებაში მონაწილეობს. მათ შორის არის ac9world-ის კოლექციის ჩვენება და სულ ახლახან გამართული Emporio Armani-ს ჩვენება, რომელიც სწორედ ქართველმა მოდელმა გახსნა და პოდიუმზე რამდენიმე ნამუშევარი წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2021 წლის 28 თებერვალს ჯორჯო არმანის ჩვენება ასევე ქართველმა მოდელმა ზინი ქაჯაიამ გახსნა და სამი ლუქით გაიარა. ზინი ქაჯაია „ლუქ მოდელს მენეჯმენტის“ მოდელია.
იტალიური ბრენდის Emporio Armani-ს ჩვენებაზე კიდევ ერთი ქართველი მოდელი – ზინი ქაჯაია გამოვიდა. გასულ სეზონზე მილანის მოდის კვირეულის გახსნის პატივი სწორედ მას ერგო.
მაკომ და ზინიმ მოდის სახლის 2022 წლის გაზაფხულის Ready to wear კოლექცია წარადგინეს. მაკო მაჭავარიანმა Emporio Armani-ს კოლექციიდან – 3, ხოლო ზინი ქაჯაიამ 1 ლუქი მოირგო.
წყარო: nostal.ge