ცოტა ხნის წინ, სოფლის პრობლემებისთვისაც ყურადღების მისაქცევად, აშშ–ის ქალაქ დეტროიტში ქათმების რბოლა გაიმართა, რომელშიც 17 “მორბენალი სპორტსმენი” მონაწილეობდა.
მაყურებლები პლაკატებით, დროშებითა და მუსიკით ამხნევებდნენ თავიანთ ფავორიტებს, რომელთაც ფინიშზე გემრიელი საკენკი ელოდათ.
თავიდან ქათამი “ჰანი ბარბეკიუ” დაწინაურდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება ქათამ “ათინას” დარჩა, რომელმაც დისტანცია 3 წუთში დაფარა.
გამარჯვებულის პატრონმა კი მოგებული თანხა დეტროიტის ბუდისტურ მონასტერს შესწირა.
ავტორი