ქატო გასახდომად შემდეგნაირად უნდა გამოიყენოთ:
ქატოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ. წყლის გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ხოლო ქატო შეჭამეთ ან დაუმატეთ ძირითად კერძს.
დასაწყისში ორგანიზმის ადაპტაციის მიზნით მიიღეთ დღეში სამჯერ ½ ჩაის კოვზი. 2 კვირის შემდეგ დოზა 1 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
თუ ქატოს ცალკე მიირთმევთ, უმჯობესია მაშინ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღოთ და მიაყოლოთ წყალი. არ გადააჭარბოთ ქატოს სადღეღამისო ნორმას – 30გრ.-ს.
გაითვალისწინეთ ქატო უნდა მიიღოთ ან ჭამამდე ან ჭამის დროს. ჭამის შემდეგ მის მიღებას არა აქვს სასურველი ეფექტი.


































































