ცოტა ხნის წინ იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა, რომელიც კბილებისთვის ყოველთვის ერთ-ერთ მავნე სასმელად ითვლებოდა, სინამდვილეში მათ დაშლას აბრკოლებს.
ის კლავს იმ ბაქტერიებს, რომლებიც კარიესის წარმოშობა-განვითარების მიზეზადაა მიჩნეული.
ამავე დროს, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ყავის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. ის გულის დაავადებების აღმოცენების რისკს ზრდის.