ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ლევან გრემელაშვილი სოფელ შილაურიდან არის. მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყანეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ამბობენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.
გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.