ყაზახეთში, თვითმფრინავი, რომლითაც 93 მგზავრი მგზავრობდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. შემთხვევა ქალაქ ალმატთან მოხდა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ყაზახეთის საავიაციო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავმა საფრენი სიმაღლე დაკარგა და 2 სართულიან შენობას დაეჯახა.
ამ დროისთვის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.