ცოტა ხნის წინ წინ პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა ქეთრინ ჯენკინსმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. მუსიკოსი ქალბატონი ლონდონის ერთ-ერთ მეტროს სადგურს ეწვია და იმპროვიზებული კონცერტი ჩაატარა.
მატარებლის მომლოდინე მგზავრებს მუსიკოსმა ცოცხალი შესრულებით საკუთარი რამდენიმე კომპოზიცია მოასმენინა.
უჩვეულო კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მომღერლის გვერდით რამდენიმე ათეული პიროვნება შეგროვდა. ჯენკინსი თავდაპირველად ვერ იცნეს, მაგრამ ხალხში მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც გამოჩნდნენ და მათ საყვარელი მუსიკოსი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
ეს უჩვეულო ექსპერიმენტი 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კონცერტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მომღერალმა 25 დოლარი შეაგროვა.
ქეთრინ ჯენკინსმა ეს “ღონისძიება” გამოცემა “ES Magazine”-ს თხოვნით ჩაატარა. მეტროში გამართული კონცერტის შემდეგ ქეთრინი კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით კი იქაური აკუსტიკა გამოყო. რაც შეეხება თანხას, დარწმუნებული გახლდათ რომ შემოსულ ფულზე გაცილებით მეტს გამოიმუშავებდა.
ავტორი