ყაჩაღობა ქობულეთში 90-იანების მეთოდით – დედა-შვილი თოკით დააბეს და ძვირფასეულობა გამოსძალეს. შ
ემთხვევა სოფელ აჭყვისთავში მოხდა. დაზარალებულის მეზობლები ჰყვებიან, რომ ბოროტმოქმედებმა სახლი იმ დროს გაძარცვეს, როცა ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავეებმა საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: tv25.ge