ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დაშლისას დაშავებულებზე ისაუბრა.
„ჩახუნაშვილების დასკვნაში აღწერილია, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს რომ მოხდა ამის [ქიმიური ნივთიერებების] გამოფრქვევაო. თურმე აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით მიმართა სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ჩემს მიერ გაცემულ წერილში არის მითითებული ფაქტები, რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და რამდენი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში ამ ჩვენებებით – სულ არის რამდენიმე ერთეული!
ე.ი. უნდა ვამტკიცოთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არ დასჭირდა სტაციონარში ერთი დღე გაჩერება. სულ, 10-ზე მეტი არ ყოფილა ადამიანების რიცხვი, რომელსაც საავადმყოფოში წაყვანა დასჭირდა, არამცთუ იქ დატოვება.
ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუ ვინმეს აქვს რაიმე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნეს, დიახ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, კლინიკები, ყველა მზადაა ინდივიდუალურად გააკეთონ შეფასებები.
რაიმე საგანგაშო მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც ვინმეს უნდა აეტეხა პანიკა, ეთქვა ქიმიურ ნივთიერებაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, ქიმიური გამოკვლევები ჩატარდესო, მე ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც ამბობს, რომ აქ ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია“,_ აღნიშნა სარჯველაძემ.




































































