FOXNEWS-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო სერვისში შეაღწიეს.
სისტემაში შეღწევის შემდეგ კი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ბირთვული თავდასხმის საფრთხის შესახებ და მოსახლეობას თავშესაფრებში გაქცევისკენ და სპეციალური აბების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
შეტყობინება ნახეს ტელევიზიით და ისმოდა რადიოსადგურებზე მოსკოვისა და სვერდლოვსკის რეგიონებში. შეტყობინებებმა ასევე შეაჩერა პროგრამირება ეკატერინბურგში, რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში.
ჰაკერულმა თავდასხმამ აიძულა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო საპასუხო განცხადება გაევრცელებინა, სადაც მოსახლეობას არწმუნებდა, რომ „მოსკოვში რადიოსადგურებისა და ტელეარხების სერვერების გატეხვის შემდეგ გავრცელდა ცრუ განგაში“.