ინგლისელმა ფსიქოლოგებმა ფინჯანი ყავის დალევამდე და დალევის შემდეგ ქალისა და მამაკაცის ქცევას შორის განსხვავება დაამტკიცეს.
ქალებს გამამხნევებელი სასმელის გავლენა საშუალებას აძლევდათ სტრესულ სიტუაციაში ემოქმედათ ოპერატიულად და ეფექტურად. ხოლო მამაკაცებს კი, პირიქით ხელს უშლიდა ეფიქრათ ლოგიკურად, მიეღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება.
ექსპერიმენტში სპეციალისტებმა 64 მოხალისე ჩართეს, ისინი 32 ერთსქესიან თანატოლ წყვილად დაყვეს. თითოეულ ადამიანს ოთხი ტესტი ელოდა: თავსატეხის ამოხსნა, მოლაპარაკებების წარმართვა, ტესტი მეხსიერებაზე და სამი წინა ტესტის საჯარო პრეზენტაცია. სანამ ამ პროგრამის განხორციელებას შეუდგებოდნენ, 16 წყვილმა მიიღო ფინჯანი ყავა, ხოლო სხვა მონაწილეებს შეხვდათ სასმელი კოფეინის გარეშე.
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ყავის გავლენით ქალებმა შესძლეს აეწყოთ თავსატეხი საშუალოდ 100 წამით ადრე იმ ქალბატონებზე, ვინც უკოფეინო სასმელს მიირთმევდა. რაც შეეხებათ მამაკაცებს – კოფეინ მიღებულთა რეაქცია თავსატეხის აწყობისას 20 წამით ჩამორჩებოდა, ხოლო მეხსიერების ტესტში სრული ჩავარდნა ჰქონდათ.
ამგვარად, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მიღება ადუნებს მამაკაცის ინტელექტს. შესაბამისად, ამ სასმელის მიღება მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ მამაკაცებისთვის რეკომენდირებული არ არის.
ხოლო, ქალებისთვის ყავა სასარგებლოა: ყოველდღიურად 4 ფინჯანი ყავა თავიდან ააცილებთ საშვილოსნოს ყელის კიბოს, ამასთან ყავა შეიძლება არც შეიცავდეს კოფეინს.
ავტორი