ნატურალური ყავის შემადგენლობაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შედის, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ყავის ყოველდღიურად მოხმარების შემთხვევაში, მას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.
ყოველდღიურად, ერთი ფინჯანი ყავა, ნაადრევი სიკვდილის რისკს 8%-ით, ხოლო, – 2-5 ფინჯანი, 20%-ით ამცირებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეში 4-5 ფინჯანი ყავა, ყველასთვის მისაღები არ არის. ასე, რომ, თუ ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, 2 – 3 ფინჯანზე შეჩერდით.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მოყვარულებს, უფრო გრძელი ტელომერები (ქრომოსომების ბოლო ნაწილი) აქვთ, რომელზეც, როგორც გაირკვა, ადამიანის დღეგრძელობაა დამოკიდებული.
ავტორი