გურიაში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიურის ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ცივი ჰაერის მასები შემოდის, რის გამოც მთაში მოსალოდნელია თოვა, დაბლობ რაიონებში კი იწვიმებს, ზოგან შეიძლება წვიმას თოვლიც გამოერიოს.
“ცივი ჰაერის მასები შემოდის. დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. 7 მარტს შეიძლება ჰაერის ტემპერატურამ მოიმატოს, მაგრამ ღამით ყინვა მაინც მოსალოდნელია -1 გრადუსამდე დაბლობში და მთიან რაიონებში -5 გრადუსამდე. მაღალ მთაში, ბახმაროს და მის მიდებარე ტერიტორიაზე -7, -10 გრადუსამდე. არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება შემდეგ დღეებშიც. 8 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით მაღალ მთიან რაიონებში ითოვებს”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]