ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში მოხდა. იგი ინფექციურ საავადმყოფოში დაახლეობით ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ქალს ყირიმ-კონგოს ცხელება 15 მაისს დაუდასტურდა, იგი მალევე თბილისში, ინფექციურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი გუშინ, 27 მაისს გარდაიცვალა.





























































