„ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ“, – აღნიშნული განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ყირიმი ციხესიმაგრედ არის აშენებული და საუბარია “პოლიტიკურ განთავისუფლებაზე” და არა სამხედრო კონტრშეტევაზე.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწყვეტთ გზებს, რკინიგზას და წყალსადენებს ნახევარკუნძულამდე, მიზანში ამოვიღებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას დრონებით, ვვარაუდობთ , რომ ბევრი რუსი მკვიდრი, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ემიგრანტი, დარწმუნდება, რომ უკეთესი იქნება სხვაგან იცხოვრონ”,_ განაცხადა რეზნიკოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი უკვე გაიქცა, ქერჩის სრუტის ხიდზე (რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს) აფეთქებისა და ნახევარკუნძულზე სხვა აფეთქებების შემდეგ.
რეზნიკოვმა 1 მაისს თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევისთვის მზადება ბოლო ეტაპზეა, „როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც გვჭირდება მზად არის“.