აშშ–ში სამმა პატიმარმა, რომლებიც სასჯელს ჯორჯიის ერთ–ერთ ციხეში იხდიან, დარაჯი გადაარჩინეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, შერიფის თანაშემწე უორენ ჰობსს გულის შეტევა დაემართა და გონება დაკარგა. პატიმრება – მირჩელ სმოლსმა, ტერი ლავლესსმა და უოლტერ უაითჰედმა ეს შენიშნეს და მისი დახმარება სცადეს. ისინი ახმაურდნენ, რათა სხვა დარაჯების ყურადღება მიეპყროთ. თუმცა, ამ ხმაურის გამო თავად ჰობსი მოვიდა გონს და საკნების გაღება მოახერხა.
პატიმრები გამოვიდნენ და დახმარება ჰობსის რაციის დახმარებით გამოიძახეს. მოგვიანებით მათი ფოტო შერიფის ოფისმა Twitter-ზე გაავრცელა. უწყებაში მათ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და პატიმრებს გმირები უწოდა. სამართალდამცველების ცნობით, სამივე სასჯელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეებისთვის იხდის, სმოლსი კი ცემაში ცნეს დამნაშავედ.
[sexy_author_bio]