როგორც ცოტა ხნის წინ ვიუწყებოდით, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ნიკა ლაშხია ეხმაურება _ როგორც ის წერს, იგი თავად გახდა ინციდენტის თვითმხილველი.
ლაშხია აღნიშნულ ინციდენტს ასე იხსენებს:
“სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი _
შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში, მოსაკლავად მოსდევდა მას.
ქალი, საბედნიეროდ გადარჩა, ბავშვიც იქვე ყოფილა. რაც შევძელი ის იყო, რომ ვამშვიდებდი ამ ქალბატონს.
პირველად ვნახე სიკვდილისთვის განწირული და სიკვდილისგან დახსნილი ადამიანი.
არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ… მადლობა პატრულის თანამშრომლებს!” _ ამბობს ლაშხია.
ავტორი