წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილ 15 წლის დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები და მეგობრები ემშვიდობებიან.
„დათუნა, გუნდში მოსვლისთანავე მთხოვე რომ „დათუნათი“ მომემართა და პირველი მოთამაშე იყავი, ვისთანაც კომუნიკაციაში შევედი თურმე, ეს შენი ბოლო თამაში ყოფილა და ყოველ მომდევნო თამაშს შენ მოგიძღვნით, კაპიტანო. იმედია, მაპატიებ, რომ ფოტოები და ვიდეოები დროზე ადრე ვერ გამოგიგზავნე…“ – წერს გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი.