ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ეჭვი აქვთ, რომ კომპანია “ახალი ქარხანა” კანონდარღვევით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
ადგილობრივების თქმით, “ახალ ქარხანას” ხუთწლიანი ლიცენცია აქვს მოპოვებული და ასე თუ გაგრძელდა, სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება სოფელი.
აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლობა, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს მოსახლეობას.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. მათი თქმით, მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, მიმდებარედ ხიდიც დაინგრა და სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
ავტორი