ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 8 აპრილამდე დაბნელების დერეფანს გავდივართ.
“ყველას ვთხოვ, რომ დაბნელების პერიოდში ვიყოთ ყურადღებით, მიუხედავად იმისა რომ დედამიწა უკვე გადასულია პოზიტიურ ენერგოველში, რაც შეგვიმსუბუქებს დაბნელების დერეფნის გავლას, მაგრამ დაბნელების დერეფანი მაინც დაბნელების დერეფანია და აქ ცდუნებების, პროვოკაციების, სხვადასხვა შეცდომების ტენდენცია მაღალია. ვეცადოთ, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და ცოტა ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდი”,_ თქვა ცაგარელა და კვირის 2 მნიშვნელოვანი თარიღი დაასახელა.
“2 აპრილს პლანეტა მერკური ხდება რეტროგარდული. მერკური არის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა და როცა ის ხდება რეტროგარდული, უკან მავალი და ეს პერიოდი გასტანს 25 აპრილამდე, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში უმჯობესია არაფერი ახალი არ განახორციელოთ. ამას ექნება უკუჩვენება. პრობლემები, სირთულეები და ვერ გაიგებთ რატომ. სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო სისტემებს გაუჭირდებათ მუშაობა, მათ შორის, ინტერნეტს. სჯობს ძველი პროექტები დაასრულოთ, რაც უკვე დაწყებული გაქვთ, მაგრამ რაღაცის გამო ვერ განხორციელდა. ძველი ურთიერთობების, კომუნიკაციის გადახედვის და გამოსწორების დროა ახლა.
პლანეტა ვენერა 5 რიცხვში გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, ამიტომ სიყვარული გახდება უფრო აქტიური, ენერგიული, ზოგჯერ აგრესიული, ვნებიანი და პირდაპირი. ყველა პირდაპირ ეტყვის რასაც ფიქრობს და ა.შ. ეს ტენდენციები წინ წამოიწევს და სულსწრაფობა მოიმატებს პარტნიორულ ურთიერთობებში”,_ ამბობს ცაგარელი.