ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე დედებს ეწვია და 3 მარტი მიულოცა.
„ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს. თითოეული თქვენგანი უანგარო სიყვარულისა და სათნოების მაგალითია. სიხარული, ბედნიერება და წარმატება მოეტანოს ყოველ დღეს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.“– აღნიშნა დავით შარაშიძემ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved