ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა „Sight and Sound“, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა.
რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.
საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა „ტოკიური ამბავი“ და ვონგ კარ-ვაის „სასიყვარულო განწყობა“.
რეიტინგის შედგენამდე „Sight and Sound“-ის წარმომადგენლებმა გამოჰკითხეს 1639 კინოკრიტიკოსი, პროგრამისტი, კურატორი, არქივარიუსი და მეცნიერი, რომლებმაც საკუთარი საუკეთესო ათეულები დაასახელეს.
ავტორი