პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნიდერლანდებში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტვიტერზე გამოეხმაურა.
„ცოტნე რომ შიმშილობდა და მართლა შიმშილობდა, პროკურატურის და სად-ის პასუხი იყო, რომ გაუარესების შემთხვევაში გადასხმას გავუკეთებთო. უფრო მეტიც, რასაც იმსახურებს, იმას ამით ვერ შეცვლისო. ყველანაირი „ფეიკი“ გამიგია თქვენგან, „ნაცებო“, მაგრამ „ფეიკშიმშილობა“ არის სხვა დონე. ეს ჩემგან თქვენს ბელადს“, – წერს გიორგი გამსახურდია.