ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის ტაძრის იღუმენის, ილარიონ ურუშაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სასულიერო პირის მეგობარი ავრცელებს.
“მეგობრებო, მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ.დილის 8.15 წთ – ზე ტელეფონში მამა ილარიონის ზარი შემოვიდა ,დავიბენი სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა ,მისი ომახიანი ხმა გავიგონე ,სიხარულისგან ტიროდა, ვტიროდი მეც.
ორშაბათს ან სამშაბათს გამოწერენ.
,,ყველას უთხარი ,მამა ილარიონი კარგადაა” “ეს მთხოვა გადმომეცა მის გულშემატკივრებისთვის .მადლობა უფალს, _ წერს სოციალურ ქსელში ანასტასია ძნელაძე.
შეგახსენებთ, რომ იღუმენ ილარიონ ურუშაძეს უიშვიათესი (სტილის სინდრომი, მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი) ვირუსი დაუდგინდა და ის მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.































































