ამ „საპატიო“ სიის სათავეში მშვილდოსანი ხვდება. თუმცა მის შემთხვევაში ფიზიკური ღალატის მოთხოვნილებაზე მეტად მობეზრების ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს. მშვილდოსნები ბუნებით იდეალისტები არიან.
შესაბამისად, ქალი, რომელიც მის იდეალს ვერ შეესაბამება (საწყის ეტაპზე მას ყველა მორიგი რომანი ბოლო და უკანასკნელი ჰგონია!) მალე ხდება მისთვის დამღლელი და მოსაწყენი პარტნიორი. რაც, შესაბამისად, განაპირობებს კიდეც იმას, რომ იგი გვერდზე დაიწყებს თვალის გაპარებას.
არანაკლებ მიდრეკილია ღალატისკენ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი. თუმცა მასთან ღალატის ფაქტს ინტერესის მომენტი განაპირობებს.
მერწყული მამაკაცი ხშირად ცოლს (ან პარტნიორს) მენტალური კონტაქტის ნაკლებობის ან მისი სრული არარსებობის შემთხვევაში ღალატობს. იმიტომ რომ, ინტელექტუალური სიახლოვე, მისთვის სექსზე უფრო მნიშვნელოვანიც კია ურთიერთობისას.
[sexy_author_bio]