ვერძი
პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს ქალ ვერძს აჯილდოებს დამოუკიდებელი ხასიათითა და გასაოცარი ბრძოლის უნარით. ვერძი ქალი პრინციპული და ფიცხია, ვერ იტანს მოთხოვნებსა და შეზღუდვებს. ამასთან ერთად, მუდმივად ეჯიბრება მამაკაცს გამძლეობაში. იგი ხშირად ანგრევს ოჯახს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს იყოს დაქვემდებარებულის პოზიციაში.
ტყუპი
ერთი შეხედვით მოქნილი და რბილი ჩანს, თუმცა ტყუპი ჰაერის ნიშანია, თანაც საოცრად ორსახოვანი. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქალს მართავს, ძალიან ცდება. ქალი ტყუპი არ არის აგრესიული, თუმცა მრავალმხრივი და ცვალბადია. მისთვის მომაკვდინებელია რუტინა. შესაბამისად, ვერასოდეს აიტანს ტრადიციული ცოლისა და დიასახლისი როლს.
[sexy_author_bio]