“რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე გაზაფხულის შემდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმა განახორციელა”,_ ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, კიევის ხელისუფლებამ განაცხადა.
როგორც ცნობილია, გასულ ღამეს კიევის თავზე 20-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა გაანადგურეს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსეთის თავდასხმა შეაჩერეს, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ოდესაში, ჩერკასში და ჟიტომირში აფეთქებების შესახებ.