ციურიხი, ბაზელი და ლოზანა მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებად აღიარეს.
რეიტინგში სულ 440 ქალაქი მოხვდა. ცხოვრების ღირებულებას ექსპერტები მაღაზიებსა და რესტორნებში არსებული ფასების, სატრანსპორტო და კომუნალური ხარჯების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ადგენდნენ.
რეიტინგის მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ასევე შვეიცარიული ქალაქები – ჟენევა და ბერნი არიან. ათეულში ასევე მოხვდნენ სტავანგერი, ოსლო, ტრონჰეიმი (სამივე – ნორვეგია), რეიკიავიკი (ისლანდია) და ბერგენი (ნორვეგია).
რაც შეეხება თბილისს, ის სიის 404-ე ადგილზე აღმოჩნდა.
[sexy_author_bio]