მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სასმელ წყალს „კორა ნიგარი“ ეწოდება. ის შუაგულ ოკეანის სიღრმეში მოიპოვება ჰავაის მახლობლად. ეს იშვიათი წყალი ისხმება 0,6 ლიტრიან და 5 ლიტრიან ბოთლებში. ყველაზე დიდ ჭურჭელში მისი ფასი 2000 დოლარია. მისი მიღება ერთბაშად არ შეიძლება. ის ჩვეულებრივ წყალში უნდა გააზავოთ.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არაყი „დივაა“, რომელიც იფილტრება ჩრდილოეთის მიმოზის ნახშირის, ქვიშისა და ბრილიანტის მტვრის საშუალებით. არყის ბოთლი გაფორმებულია ცირკონებით. სტანდარტული ნახევარლიტრიანი არყის ბოთლის ღირებულება 400-1.000 დოლარია, გააჩნია რა ზომის თვლებითაა მოოჭვილი.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურის ფასი 100.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. შამპანური უიშვიათესი ჯიშის ყურძნის რამდენიმე ძირისაგან მზადდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოსავალი ძალიან კარგია.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ლუდი, ბელგიური „ვიელე ბონია“. ლონდონის ბარში ერთი ბოთლი 80 დოლარი ღირს.
ტეკილას ყველაზე ძვირადღირებული ბოთლი გასულ წელს 225.000 დოლარად გაიყიდა.
ავტორი