საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურიაში ვიზიტი მმართველმა გუნდმა ლანჩხუთიდან დაიწყო, სადაც „ოცნების“ მერობის კანდიდატად ადგილობრივებს ალექსანდრე სარიშვილი წარუდგინეს. იგი მეორე ვადით შეეცდება მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტატუსი მოირგოს.
პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ლანჩხუთში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი, პარლამენტარები: ხატია წილოსანი და ნინო წილოსანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2012 წლიდან ქართული ოცნება ქვეყნის აღმშენებლობას უდგას სათავეში და ახლა მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
„დიდი პატივია დღეს ჩემთვის აქ, თქვენთან ერთდა ყოფნა. მოგეხსენებათ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით და ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის. როგორც მითხრეს სიტყვა „გურია“ სიტყვა „გულიდან“ მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის, თქვენი ერთგულებისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რომ შვიდ არჩევნებში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, ჩვენი გუნდის საერთო ძალით და მმართვით ქვეყანაში დასადგურდა გრძელვადიანი სტაბილურობა, რომელიც არის ყველაფრის განმსაზღვრელი-პროგრესის, წინსვლის“, _ თქვა ღარიბაშვილმა.
ის რომ ქვეყანა აღმშენებლობის გას ადგას, ძირითადად ამაზე აკეთებდნენ აქცენტს სხვა გამომსვლელებიც. ბოლოს კი მერობის კანდიდატმა პირადად წარადგინა ის კანდიდატები, ვინც მმარტევლი პარტიის სახელით მაჟორიტარულ უბნებზე დეპუტატის მადატისის იბრძოლებს..
აღმოჩნდა, რომ ცხრა მაჟორუტარულ უბანზე მხოლოდ ერთი ახალია სახეა ია მოქიას სახით, რომელიც სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ეცდება გამარჯვების მოპოვებას. მოქია აქამდე საკრებულოს აპარატის თანამშრომელია. ნინოშვილი-ნიგვზიანში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე წარადგინეს, აცანა-მამათი-აკეთში ემზარ თედორაძე, ნიგოითი-შუხუთში ზაზა წულაძე, ქალაქში კახა აკვიტაიშვილი, ჩიბათი-მაჩხვარეთი გვიმბალაური- გიორგი ჩახვაძე, ლესა-ჯურუყვეთ- ელისო ჭიჭინაძე, ღრმაღელე-წყალწმინდა- კახა თედორაძე, ჩოჩხათი- რევაზ კვერენჩხილაძე. აღნიშნული პირები დღესაც საკრებულოს მოქმედი წევრები არიან.
[sexy_author_bio]