კირჩხიბი
ასტროლოგებს მიაჩნიათ, იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბი მკაცრი და ემოციურად მშობლების გარემოცვაში იზრდება, სამომავლოდ მას აუცილებლად ჩამოუყალიბდება გარკვეული არასრულფასოვნების კომპლექსი საკუთარი პერსონის უსუსურობის გამო.
მან შესაძლოა დუბლირება მოახდინოს იმ თვისებების, რომელიც მის დედას ან მამას გააჩნდა ბავშვობაში და დიდ ასაკში უკვე გარშემო მყოფების მიმართ გამოავლინოს ისეთი ადამიანების მიბაძვის სურვილი, ვინც მას რაღაცით აგონებს საკუთარ მშობელს. ხშირად კირჩხიბი ამას გაუცნობიერებლადაც სჩადის.
თუმცა, თუ მაინც აცნობიერებს ყველაფერს, შურისა და კონკურენციის გრძნობას ღიად არასოდეს გამოხატავს. მას ურჩევნია ფარულად, “კარგი მეგობრის” სტატუსით გაუთხაროს ზურგს უკან ორმო იმ ხალხს, ვისი წარმატება და ნიჭიერებაც მისთვის მიბაძვის საგანია. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამომავლოდ მისი ადგილი დაიკავოს სამსახურში ან საზოგადოებაში.
[sexy_author_bio]