რკინისა და С ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, წიწმატი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. ის ორგანიზმს უფრო მეტი რკინით უზრუნველყოფს, ვიდრე ისპანახი და გაცილებით მეტი С ვიტამინით, ვიდრე ლიმონი და ფორთოხალი.
ამ მცენარეს სერიოზულად შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის გაძლიერება.
ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს ორგანიზმში, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, წმენდს სისხლს, ახდენს უჯრედების რეგენერაციას, გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან.
ბევრი დიეტოლოგი ურჩევს წიწმატის ახლადგამოწურული წვენის მიღებას, თუმცა, მხოლოდ წყალში გახსნილი, პროპორციით 1 : 5 (წვენი და წყალი). სუფთა წვენს შეუძლია ანთებითი პროცესები გამოიწვიოს ყელსა და კუჭში. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ წვენი ყოველდღიურად არ უნდა მივიღოთ, ყოველ სამ დღეში ერთხელ – დასაშვებია.
წიწმატის წვენს შეუძლია კანთან დაკავშირებული უამრავი დაავადება განკურნოს, მათ შორის კანის დეფექტები და სიბერის ლაქები, თმის ცვენა და ა.შ. მკურნალობა საკმაოდ მარტივია – უბრალოდ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილას ან კომპრესი გაიკეთეთ – წვრილად დაჭრილი წიწმატის კომპრესი ეფექტურად ამცირებს მზის სხივების შედეგად გაჩენილ ლაქებს.
წიწმატის ექსტრაქტის შეშვება ორგანიზმში აფერხებს სიმსივნის განვითარებასა და მეტასტაზირებას. დამტკიცდა, რომ წიწმატი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს და ამასთან ხელს უშლის ძუძუს კიბოს განვითარებას. ამასთან, წიწმატი მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია აქტიური მწეველებისთვის, რამდენადაც მას უნარი აქვს გაანეიტრალოს მოწევით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.