ცოტა ხნის წინ, ლუდსახარშმა კომპანია „Boston Beer“-მა ჩამოასხა ყველაზე მაგარი (ალკოჰოლის შემცველობა 27%) ლუდი „Samuel Adams Utopias“. აშშ-ის ზოგიერთ შტატში მისი, როგორც ლუდის, გაყიდვა უკვე აკრძალეს, თუმცა ვირჯინიის შტატში ის მაინც იყიდება – 1 ბოთლი 130 დოლარად.
1 ბოთლის ფასი 180-დან 225 დოლარამდეა. როგორც დამამზადებლები ამბობენ, ეს ლუდი გემოთი კონიაკს წააგავს და ბოთლიც კონიაკის მსგავსად არის დამზადებული. ამიტომ გვირჩევენ, არ მივიღოთ 56 გრამზე მეტი.
ამჟამად, გამოშვებულია 12 ათას ბოთლზე მეტი ამ სახეობის ლუდი.
ჯიმ კოჰი, „Boston Beer“-ის დამაარსებელი, ერთ-ერთი პირველია, ვინც მაგარი ლუდის დამზადებას მიჰყო ხელი. ჯერ კიდევ 1994 წელს მან გამოუშვა „Triple Bock“ – სიმაგრე 17,5%.
ავტორი