ბერნარ არნო 74 წლის ფრანგი ინვესტორი, ბიზნესმენი და არტკოლექციონერია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია.
„Forbes“- ის ბოლოდროინდელი ანგარიშების მიხედვით ბერნარი 70-ამდე ბრენდს ხელმძღვანელობს და მსოფლიოს მე-3 ყველაზე მდიდარი ადამიანია, ის 196.8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და და სიმდიდრით მხოლოდ, ჯეფ ბეზოსს და ბილ გეითს ჩამორჩება.
2021 წლის იანვარში, „LVMH“-მა სამკაულების ამერიკული კომპანია „Tiffany & Co“ 15,8 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბრენდად ითვლება, „Belmond“-ში კი 3.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომელსაც 46 სასტუმრო, მატარებლები და სამდინარო კრუიზები ეკუთვნის.
ბერნარ არნოსა და მისი ოჯახს ძალიან უყვართ ხელოვნება და კლასიკური მუსიკა, ისინი რენესანსის ნახატების ძვირადღირებულ კოლექციას ფლობენ.
არსებული ინფორმაციით, ბერნარი ასევე ფლობს ბაჰამის კუნძულებიდან ერთ-ერთს.
მას ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა და შესანიშნავი პიანისტია.
მას აქვს ინჟინერის დიპლომი.
ბერნარი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი პიროვნებაა.
ავტორი