ტყუპი
თქმა არ უნდა, ერთგული ტყუპიც შემხვედრია პრაქტიკაში… პრინციპში მამაკაცი ტყუპი, იშვიათად განიხილავს ფიზიკურ ღალატს მაინცდამაინც დიდ გმირობად. უფრო მეტიც, იგი ძნელად მიდის ზუსტად ამ ტიპის ღალატზე.
თუმცა, მას მოსწონს ჭკვიანი, მრავალმხრივი და კარგად მოსაუბრე ქალები და ამას ვერსად წავუვალთ.
ტყუპი გაორებული ნიშანია, ამიტომ მისი მოთხოვნილებებიც ქალებთან მიმართ ხშირად ცდება ერთი, საშუალოსტატისტიკური კაცისთვის დამაკმაყოფილებელ ზღვარს.
სამაგიეროდ, თუ თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომელიც საკმარისი დოზითაა სექსუალურიც, განათლებულიც და ანჩხლიც დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტყუპმა მამაკაცმა არასოდეს ან ძალზე იშვიათად გიღალატოთ ოდესმე.
[sexy_author_bio]