ტყუპი
პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება ვერბალური კომუნიკაციის უნარზე აგებს პასუხს ადამიანებში. შესაბამისად, ტყუპის უმეტესობას ენა ხშირად საკმარისზე მეტადაც კი უჭრის. ამას დავუმატოთ ჰაერის სტიქიისთვის დამახასიათებელი უდარდელობა და ოპტიმიზმი, წყენის მალე დავიწყების უნარი და ცვალებადობა, საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება გულიანად იცინოს საკუთარ შეცდომებზე და არასოდეს გადააქციოს ტრაგედიად უმნიშვნელო წვრილმანები.
მშვილდოსანი
მას დამსახურებულად უწოდებენ ასტროლოგები “ოპტიმიზმის მამას”, მშვილდოსანი პლანეტა იუპიტრის მფარველობის ქვეშაა, ამ პლანეტას კი როგორც ყველაზე დადებითს, პოზიტიურს და კეთილს ისე ახასიათებს ასტროლოგია. იუპიტერი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი პლანეტაა. იგი პასუხს აგებს მასშტაბებსა და გაფართოებაზე, ამიტომაც არის რომ მშვილდოსნებს უზომოდ დიდსულოვანი და მიმტევებელი ხასიათი გააჩნიათ.
ისინი არასოდეს წვრილმანდებიან არაფერზე, მით უმეტეს კონფლიქტებზე. წყენას მალე პატიობენ და მიტევებაც ასევე ადვილად შეუძლიათ. იუმორის გრძნობა კი რომელიც მათი სავიზიტო ბარათია, ხშირად არათუ ერთი ან ორი დიდი საზოგადოების ან სრულიად სოციუმის გასამხიარულებლადაც კი შეუძლია მიმართოს მშვილდოსანმა. მსგავსად მასხრისა, მუდმივად ხალისიანს ვერასოდეს შეატყობთ რა დარდს ატარებს გულით. მისი სახე ხომ ყოველთვის ღიმილითაა გაცისკროვნებული.
ავტორი