მორიელი
ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს ჰგავს, რომელსაც შეუძლია შუაზე გაგჭრათ. ისინი ვნებიანი, ტემპერამენტიანი, მხურვალე ქალები არიან. ამასთან, მორიელი ცივი, იდუმალი და დისტანციური ნიშანია. ისინი ნამდვილად არიან „ქალები წიწაკით“. არასდროს იცი, რას უნდა ელოდო მათგან. ერთდროულად საშიშ და მიმზიდველ უცნობს ერთი შეხედვით შეუძლია სამუდამოდ მოიპაროს თქვენი გული.
ვერძი
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ძალიან ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელია. ის არ გაჩუმდება, თუ რაღაც არ მოსწონს. თუ მიზანს დაისახავს, სასურველს აუცილებლად მიაღწევს. ეს წარმოუდგენლად ქარიზმატული, მიზანდასახული და ბუნებით ამაყი ნიშანია. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს შეუძლია მწარე ენა ჰქონდეს და არაფრის ეშინია.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გარშემო მყოფებს ხშირად აოცებენ პირდაპირობითა და დამოუკიდებლობით. ეს ნათელი, ამაყი, ტემპერამენტიანი ნატურები არიან, რომლებსაც არ აშინებთ საკუთარი თავის გამოხატვა და საკუთარი თამაშის წესების კარნახი გარშემო მყოფებისთვის. ქალი მშვილდოსანი მარადიული დღესასწაული და არაპროგნოზირებადია. არიან დამოუკიდებელი იდეალისტები, რომლებსაც მთელი სამყაროს გამოწვევა შეუძლიათ.
ლომი
ქალი ლომი სწორედ „წიწაკიანი ქალია“. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გარეგნულად შესანიშნავი ხასიათის პიროვნებებად მოგაჩვენოთ თავი, თუმცა ამ ტემპერამენტიანი ნიშნის სულში დიდი ვნებები და ქარიშხლები მძვინვარებს. ის ტემპერამენტიანი და ჭირვეულია – ჭეშმარიტი ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი კარგად იცის. ქალ ლომს შეუძლია ქარიშხალივით მძვინვარებდეს და თავს აჩვენებდეს ისე რბილად, როგორიც ჟელეა.
ავტორი