კირჩხიბი
მთვარე, რომელიც კირჩხიბის ნიშანს მართავს, ამ ადამიანებს ანიჭებს თანაგრძნობის უნარს, კარგ ინტუიციასა და მოსიყვარულე ხასიათს, რის ხარჯზეც კირჩხიბები უზომოდ მზრუნველი და შინაურული ინდივიდები არიან. თუმცა კირჩხიბთან ურთიერთობისას უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ასე ისინი მხოლოდ ახლობელი ადამიანებისთვის იხარჯებიან. უცხო ხალხს კი ერთობ ცივად ან საერთოდ არ ეკონტაქტებიან ზედმეტს.
ქალწული
ქალწულის ნიშნით დაბადებული ხალხი შინაგანად მომართულია ისე, რომ მუდმივად მუშაობენ. შრომა არის მათთვის სიცოცხლის არსი და მამოძრავებელი. აქედან გამომდინარე, ქალწულს მოსწონს სხვებზე ზრუნვა და საკუთარი ძალების რეალურ ქმედებაში განსახიერების მცდელობა.
თუმცა, კირჩხიბისგან განსხვავებით, ქალწული არ გახლავთ ემოციურად თბილი ან სენსიტიური ნიშანი. იგი იზრუნებს თქვენზე, დაგაპურებთ, მოგივლით ავადმყოფს, თუმცა, თუკი თქვენ მისგან ჩახუტებას, კოცნას ან სხვა ტიპის სიყვარულის გამოვლინებას ელით, უკანმოუხედავად გაგექცევათ.





































































