ვერძი
ვერძი თავით გადაეშვება ხოლმე ნებისმიერ საქმეში და მთლიანად მას უძრვნის თავს. ეს მისი კომუნიკაციის მანერასაც ეხება. ვერძს პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ქმედებებზე ორიენტირებული, საკმაოდ აგრესიული ეს ნიშანი მიდრეკილი არ არის, რომ პირი დახუროს და დაპირისპირებას მოერიდოს. ის მიჩვეულია, რომ მაქსიმალურად პირდაპირი და გულწრფელი იყოს თავისი გრძნობებში, რამაც შეიძლება სხვები დააბნიოს.
თუ ვერძი ხართ და შეამჩნიეთ, რომ ასე იქცევით, მაშინ უნდა ისწავლოთ, რომ 5, 10, 30 წუთი მოიცადოთ, სანამ ვინმეს პირდაპირ ეტყოდეთ ყველაფერს, რასაც მასზე ფიქრობთ. ამ დროს თქვენი ცხარე ემოციები ცოტა განელდება და შესაძლოა გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას სიტუაციის მიმართ.
ლომი
ლომებს ირგვლივ ყველაფრის დრამატიზებისკენ აქვთ მიდრეკილება და ცდილობენ, გარშემო მყოფებზე „გამოაფრქვიონ“ ყველაფერი, რაც მათშია დაგროვილი, თანაც ზედმეტი ფიქრისა და დაყოვნების გარეშე. ლომი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ჩაცმის არჩეული სტილი მსუქანს გაჩენთ, ოხრახუში კი კბილებში გაქვთ ჩარჩენილი, მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ განზრახ გული გატკინოთ, არა – მას სრულიად განსხვავებული მოტივები აქვს.
საქმე ისაა, რომ ლომი ყოველთვის ცდილობს, ლიდერი გახდეს და თავისი ავტორიტეტი განამტკიცოს. და მისი აზრით, საუკეთესო სტრატეგია ყველას ნდობისა და პატივისცემის მოსაპოვებლად სრული გულწრფელობაა. ამგვარად, ლომი, უბრალოდ, ვერ დაუშვებს, რომ „მატყუარას“ სახელი ჰქონდეს.
მშვილდოსანი
თუ გინდათ, რომ ვინმემ დაუფარავად გითხრათ სიმართლე, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მშვილდოსანს უნდა მიმართოთ. ასტროლოგ ენჯელ დონის თქმით, სწორედ ეს ზოდიაქოს ნიშანია ცნობილი იმით, რომ „ხმამაღლა ფიქრს“ ამჯობინებს და როგორც კი გონებაში რამე აზრი გაუელვებს, მაშინვე ახმოვანებს. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მისი სიტყვების გულწრფელობაში.
მშვილდოსანს იუპიტერი მართავს, რომელიც ეთიკასთან, ფილოსოფიასთან, სამართალსა და უმაღლეს განათლებასთან ასოცირდება. მშვილდოსანი გამუდმებით მიიჩქარის სადღაც შორს სიმართლის საძიებლად. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მმართველი პლანეტა იუპიტერი ასტროლოგიურად ხელსაყრელია, ჭეშმარიტების ძიება, ჰორიზონტის გაფართოება და სამყაროსადმი გახსნილობა მისი ხასიათის ძლიერ თვისებად იქცევა.
































































