ვერძი
პლანეტა მარსი, რომელიც ვერძებს ფიცხი ხასიათითა და მებრძოლის ბუნებით აჯილდოებს, მათში ასევე განაპირობებს იმ თვისებას, რომ ვერძს, როგორც წესი, ტყუილის თქმა არ შეუძლია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, მუდამ გამოირჩევიან ბავშვური სიალალითა და გულწრფელობით. ვერძი შეიძლება იყოს უხეში, უტაქტო და მოუთმენელი, თუმცა შინაგანი სისუფთავე და პატიოსნება ამ ადამიანებს ყოველთვის გააჩნიათ.
მშვილდოსანი
იუპიტერი, პლანეტა, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს გასაოცარ დიდსულოვნებას, სულიერების მაღალ დონეს და რაინდულ სულს. იუპიტერიანელ ადამიანს არ ახასიათებს მეწვრილმანეობა, ამიტომ ტიპური მშვილდოსანი წვრილმანებზე არასოდეს გამოგედევნებათ. იგი დიდსულოვანი და გულუხვია. არ შეუძლია გაჭირვებულისთვის გვერდის აქცევა და დაკისრებულ მოვალეობას თუკი ცუდად ასრულებს ყოველთვის გულწრფელად აღიარებს საკუთარ შეცდომებს.
[sexy_author_bio]