ტყუპი
გახსოვთ ალბათ ლეგენდარული მერილინ მონრო? მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო და მამაკაცების გულთამპყრობელი? ტყუპი გახლდათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და სავსებით ამართლებდა საკუთარი ზოდიაქოს ძირითად ნიშანთვისებებს. სამი ოფიციალური მეუღლე და ათასობით გატეხილი გული მოიტოვა უკან.
ზუსტად ასეთია ტყუპის ნიშნით დაბადებული მანდილოსანი. დღეს თუ უყვარხართ, ხვალ შესაძლოა „გადაუნდეს“ თქვენთან ურთიერთობა, ხოლო ზეგ ან მაზეგ იქნებ სულაც ცოლად გამოყოლა შემოგთავაზოთ.
ასე რომ, თუკი სუსტი ნერვების პატრონი ხართ და მით უმეტეს, კონკურენტების არ გეშინიათ (ტყუპ ქალს თაყვანისმცემლები მუდამ ბუზებივით ახვევია გარს) გარისკეთ – რა იცით, იქნებ ამ ახირებული პეპელას ქილაში მომწყვდევა შეძლოთ?
[sexy_author_bio]