ცოტა ხნის წინ, გამოცემამ „Forbes“ გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
სიას სათავეში ადამ სენდლერი მოექცა, რომელმაც 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გასულ წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმები „იდუმალი მკვლელობა“ და „შენ არ ხარ დაპატიჟებული ჩემს ბათ-მიცვაზე“, ასევე ანიმაციური ფილმი „ლეო“.
მეორე ადგილზე მარგო რობი გავიდა, რომელმაც „ბარბიში“ მთავარი როლი შეასრულა. ამ ფილმში მონაწილეობისათვის მან 59 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მესამე ადგილზე ტომ კრუზი (45 მილიონი დოლარი) აღმოჩნდა.
შემოსავლიანთა ათეულში ათეულში ასევე მოხვდნენ: რაიან გოსლინგი (43 მილიონი დოლარი), მეტ დეიმონი (43 მილიონი დოლარი), ჯენიფერ ენისტონი (42 მილიონი დოლარი), ლეონარდო დიკაპრიო (41 მილიონი დოლარი), ჯეისონ სტეტჰემი (41 მილიონი დოლარი), ბენ აფლეკი (38 მილიონი დოლარი) და დენზელ ვაშინგტონი (24 მილიონი დოლარი).