კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ყველაზე დიდი სისუსტე პანიკიორობაა. კირჩხიბი ბუნებით სიმყარის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოყვარული ნიშანია. იგი არ მიეკუთვნება რისკიანთა კატეგორიას, ამიტომ სანამ ნაბიჯს გადადგამს ასიათასგზის გადაამოწმებს ამ ნაბიჯის სისწორესა და მართებულობას. ჰოდა, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგი მაინც მცდარი აღმოჩნდეს მიზეზთა და მიზეზთა გამო. ასეთ შემთხვევაში კირჩხიბი ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. აუცილებლად დაუმეგობრდება სასმელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მიეკედლება დედას.
თევზები
ნეპტუნით მართული მამაკაცები ყველაზე მეტად გამოირჩევიან სასმელთან მეგობრობის განსაკუთრებული სიყვარულით. თუმცა, თევზი კაცის პრობლემატური ხასიათი, ხშირად სასმელის კი არა მისივე ლაბილური ფსიქიკის და უმოტივაციობის შედეგია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა მამრებმა ხშირად თავადაც არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებაში ან საერთოდ უნდათ კი რამე? სასმელისადმი მისი დამოკიდებულება კი რეალური სამყაროსგან, გაცილებით უფრო უპრობლემო და კომფორტული ილუზორიული სამყაროსთვის თავის შეფარების მეთოდია, სხვა არაფერი. თანაც ვისკის ბოთლი ხომ არასოდეს მოსთხოვს მას პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე.
ავტორი