კირჩხიბი
მთვარე, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანს მართავს, კირჩხიბებს ანიჭებს შესანიშნავ ინტუიციას და გარშემო მყოფებზე ემოციურად მიჯაჭვულობის უნარს. კირჩხიბი მოსიყვარულე, მზრუნველი და ბუტიაა. მას ძალიან უჭირს გაძლება ოჯახის წევრების გარეშე და შინაურებისთვის ერთბაშად დედაც არის, დაც, ძმაც, მამაც და ძიძაც. ამ ადამიანებს ახასიათებთ გულჩვილობა და პერიოდული დეპრესიისკენ მიდრეკილება. მით უმეტეს, მაშინ, როცა აღმოაჩენენ, რომ მათ სიკეთესა და მზრუნველობას ვიღაც ბოროტად იყენებს. თუკი კირჩხიბმა ამგვარ დამოკიდებულებაში გამოგიჭირათ, იცოდეთ – მის ნდობას ვეღარასოდეს დაიბრუნებთ ამიერიდან.
სასწორი
პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორის ნიშნის მმართველად ითვლება, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს დიპლომატიის უნარს, სირბილეს, გალანტურობასა და ტაქტიანობას. სასწორი კარგი თანამოსაუბრე და იდეალური კომპანიონია ნებისმიერ საქმეში. იგი რბილი და მოზომილია, იშვიათად გაგაკრიტიკებთ ხოლმე ნაკლის გამო. თუმცა შეუძლია ასევე შენიშვნა კორექტულ ფორმებში მოგცეთ, ისე, რომ ამით თქვენი თავმოყვარეობა არ დააზარალოს. იგი უბოროტო, მშვიდი და არაკონფლიქტური ნიშანია. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ იმდენად გაურბის ჩხუბსა და აგრესიას, რომ ხშირად თავად ზარალდება ამით და ბევრის თვალში მშიშარას იარლიყსაც იწებებს, რაც რეალურად სულაც არ გახლავთ ასე.













































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)





















