ოზურგეთელი ემიგრანტი ესპანეთში ინგა სანიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“გაოცებული ვარ ესპანელი ხალხის მხარდაჭერით უკრაინის მიმართ. კიდევ უფრო მეტად გაკვირვებული ვარ, რამხელა თანადგომას გვიცხადებენ ჩვენ, ქართველებს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის შვილებს. ყველგან უკრაინის მხარდასაჭერი აქციებია. თითოეული ესპანელი, ვისაც კი ვიცნობ, მუდმივად მწერს და მამხნევებს. ეს ენერგია, რაც ახლა მთელს ქალაქშია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის! Gracias a los españoles! Слава Україні!“ – წერს ინგა სანიკიძე.