ოზურგეთში, წინასახალწლო ბაზრობაზე ყველის ფასმა განსაკუთრებით გააკვირვა და გააბრაზა ადგილობრივები. ერთი კილოგრამი 16 ლარი ღირს. ხოლო უფრო ნაკლებად რომ იყიდო (14 ან 15 ლარად), დილით ადრე, სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს უნდა დახვდეთ სამგზავრო ავტობუსებთან.
_ერთი კილო ყველში 15 ან 16 ლარი როგორ მივცე? ახლა რომ ავალ სოფელში, ჩემ ძროხას ბაგაზე შევუვარდები, _ ხუმრობს წითელმთის მკვიდრი, ბიძინა ვანიძე.
ფასების ყოვედღიური ზრდას ჩვენი მოსახლეობა ისე შეეჩვია, გაბრაზებაზე უფრო, ირონიუად ხუმრობენ .
_სერიოზულად ვხუმრობ, ერთი თვის წინ უნდა მოეგო ხბო. თან ვყვებით…ახლა გარეთ გამოვაგდებ…მგონი, საყიდელი გამიხადა ყველა, _ სიცილით გვითხრა მან.
_დაუცადე, კაცო, ახალ წლამდე ერთი კვირაა... _ პასუხი არ დაუგვიანა იქვე მდგომმა მეგობარმა.
წელს, წინასაახალწლო ბაზრობაზე ერთ ღიმილისომგვრელ (ცოტა უცნაურსაც), ფრაზასაც შეხვდებით _ „ფასი შეხედულებით“.
„ინდაურის ფასი შეხედულებითაა, ნენა. რაის წონა… რაც მაგენმა სიმინდი შეწამეს“
„შეხედულებით ფასი“ დაუდგინეს ციტრუსოვანებსაც.
„მანდარინი, ფორთოხალი თუ ლიმონი შეხედულების მიხედვით ფასობს. „ვაშინგტონი“ ჯერ ხეზეა, ბატონო, _ ასეთი დიალოგს ხშირად მოისმენთ დღის განმავლობაში გამყიდველ-მყიდველთა შორის.
ვრცლად სტატიას, ოზურგეთული საახალწლო ფასების შესახებ, მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]