ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის საქმის განხილვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.
შეგახსენებთ რომ მათ ბრალად ედება ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემა.
ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ სხდომის გადადების მიზეზი მოსამართლის მივლინებაა.
ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შორის კონფლიქტი 2017 წლის მაისში მოხდა თბილისის ღამის კლუბ „ელ ცენტროში.“
თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, ფარცხალაძის და ჩოხელის წინააღმდეგ ცემის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მუხლით.
თავად ლაშა თორდიამ გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქართველო დატოვა და ამჟამად აშშ-ში იმყოფება.