სამტრედიაში, ერთ-ერთ ქორწილში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ჩვენი წყაროს თქმით, ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში, რესტორნის მიმდებარედ მოხდა.
“სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო და გარეთ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა”, _ გვეუბნება წყარო.
ფიზიკური დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, ერთი პირი დაშავდა, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება.



































































